ახალი ამბები

ჩამოვაგდეთ მართვადი რაკეტა, რომელიც კიევს ბელარუსიდან ესროლეს – უკრაინა

27 თებერვალი, 2022 • 1314
ჩამოვაგდეთ მართვადი რაკეტა, რომელიც კიევს ბელარუსიდან ესროლეს – უკრაინა

უკრაინული მხარის თანახმად, ჩამოაგდეს კიევის მიმართულებით გასროლილი მართვადი რაკეტა.

„რამდენიმე წუთის წინ, უკრაინულმა საჰაერო ძალებმა ჩამოაგდეს მართვადი რაკეტა, რომელიც კიევის მიმართულებით, ბელარუსის ტერიტორიიდან TU-22 ტიპის ბომბდამშენმა გაუშვა. ეს არის უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ომის კიდევ ერთი დანაშაული“, – განაცხადა საგარეო საქმეთა წარმომადგენელმა ოლეგ ნიკოლენკომ.

რუსეთი უკრაინაში 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა.

მოწინააღმდეგე კიევის დაკავებას ცდილობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი