ხარკოვის გუბერნატორის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, ქალაქში შევიდა მოწინააღმდეგის მსუბუქი ტექნიკა.

მისი განცხადებით, უკრაინული არმია მტერს ანადგურებს.

„არ დატოვოთ თავშესაფრები. უკრაინის შეიარაღებული ძალები ანადგურებენ მტერს. სამოქალაქო პირებს სთხოვენ, არ გამოვიდნენ ქუჩებში“, – აცხადებს გუბერნატორი გავრცელებულ განცხადებაში.

ხარკოვი უკვე მეოთხე დღეა რუსულ აგრესიას იგერიებს.