ახალი ამბები

რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის შექმნილ უკრაინულ ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება – BBC

27 თებერვალი, 2022 • 2866
რუსი ჯარისკაცების ოჯახებისთვის შექმნილ უკრაინულ ცხელ ხაზზე ზარები არ წყდება – BBC

უკრაინამ სპეციალური ცხელი ხაზი აამუშავა, სადაც რუსი ჯარისკაცების ოჯახებს შეუძლიათ გაარკვიონ მათი ოჯახის წევრის მდგომარეობა, მაგალითად, არიან თუ არა ისინი ტყვედ ჩავარდნილი.

BBC ადგილობრივ Kyiv Independent-ზე დაყრდნობით აცხადებს, რომ ცხელ ხაზზე „ზარები არ წყდება“.

ცხელი ხაზი, რომელსაც „დაბრუნდი უკრაინიდან ცოცხალი“ ეწოდება, თავდაცვის სამინისტრომ, გუშინ, 26 თებერვალს აამოქმედა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება ტყვედ ჩავარდნილი რუსი ჯარისკაცების კადრები, რომელთა ნაწილი აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლა არ სურდათ.

მასალების გადაბეჭდვის წესი