ჰაკერულმა ჯგუფმა, რომელიც „Anonymous“-ის სახელითაა ცნობილი, ჩეჩნეთის რესპუბლიკის მთავრობის ვებ-გვერდზე კიბერ-თავდასხმა განახორციელა.
შედეგად, მომხმარებლისთვის საიტზე წვდომა შეუძლებელია.
„Anonymous“ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებისა და პროპაგანდის არხებს უტევს. შეტევა უკვე მიიტანეს კრემლის, რუსეთის საგარეო საქმეთა, თავდაცვისა და სხვა უწყებების ვებ-გვერდებზე. ასევე, პროპაგანდისტული არხის, RT-ის ვებ-გვერდზეც.
ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა მებრძოლები, რომლებიც „კადიროველების“ სახელით არიან ცნობილი, უკრაინაში საბრძოლველად გააგზავნა.