ახალი ამბები

გერმანია რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას განიხილავს

27 თებერვალი, 2022 • 884
გერმანია რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას განიხილავს

გერმანია რუსეთისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას განიხილავს.

ინფორმაცია Twitter-ში გერმანიის ტრანსპორტის სამინისტროს გვერდმა გაავრცელა.

„მინისტრი [ვოლკერ ვისინგი] მხარს უჭერს გერმანიის საჰაერო სივრცის დაბლოკვას რუსული თვითმფრინავებისთვის და გასცა ბრძანება, რომ ამისთვის ყველაფერი მომზადდეს“, — აცხადებენ სამინისტროში.

რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის გამო, ცხრა ქვეყანამ — ჩეხეთმა, პოლონეთმა, გაერთიანებულმა სამეფომ, ესტონეთმა, ლატვიამ, ლიეტუვამ, სლოვენიამ, რუმინეთმა, ბულგარეთმა, — რუსულ ავიაკომპანიებს სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვა დაუწესა.

მასალების გადაბეჭდვის წესი