ახალი ამბები

„SWIFT-ზე EU-ს განცხადების შემდეგ მოსკოვში სასტუმრომ თანხის წინასწარ გადახდა მთხოვა“ – ჟურნალისტი

27 თებერვალი, 2022 •
„SWIFT-ზე EU-ს განცხადების შემდეგ მოსკოვში სასტუმრომ თანხის წინასწარ გადახდა მთხოვა“ – ჟურნალისტი

NbcNews-ის კორესპონდენტი აცხადებს, რომ მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა რუსული ბანკების ნაწილის SWIFT-იდან ჩახსნის შესახებ განცხადება გააკეთა მოსკოვში მდებარე სასტუმრომ, სადაც ჩერდება საფასურის წინასწარ გადახდა სთხოვა.

რალფ სანჩესი აცხადებს, რომ სასტუმროში განუმარტეს, რომ არ იციან სანქციების ამოქმედების შემდეგ თანხის საკრედიტო ბარათიდან ჩამოჭრას კიდევ თუ მოახერხებენ:

„მოსკოვში მდებარე სასტუმროში, სადაც ვჩერდები საფასურის წინასწარ გადახდა მთხოვეს, რადგან არ იციან SWIFT-ის სანქციების ამოქმედების შემდეგ საკრედიტო ბარათების გამოყენებას თუ შეძლებენ” – აცხადებს NBC-ის კორესპონდენტი.

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ახალ შეზღუდვებს აწესებს, მათ შორისაა რუსული ბანკების „გარკვეული რაოდენობის SWIFT-ის ფინანსური სისტემიდან გამოთიშვა“.

SWIFT-ის გარეშე ვეღარ მოხდება რუსეთიდან და რუსეთში თანხების გადარიცხვა სხვდასხვა ტრანზაქციისთვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი