ახალი ამბები

შემიძლია კარგი ამბებით დავიწყო: გავუძელით! წარმატებით ვიგერიებთ მტრის თავდასხმებს – ზელენსკი

26 თებერვალი, 2022 • 15847
შემიძლია კარგი ამბებით დავიწყო: გავუძელით! წარმატებით ვიგერიებთ მტრის თავდასხმებს – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ქვეყანა რუსეთის თავდასხმებს წარმატებით იგერიებს.

მისი თქმით, რუსებს სურდათ კიევის ბლოკირება და თავიანთი მარიონეტების დასმა, თუმცა ეს გეგმა ჩაუშალეს.

„შემიძლია ეს მიმართვა კარგი ამბებით დავიწყო: გავუძელით! და წარმატებით ვიგერიებთ მტრის თავდასხმებს. ბრძოლა გრძელდება ჩვენი ქვეყნის ბევრ ქალაქში და რეგიონში, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ ვიცავთ ქვეყანას, მიწას, ბავშვების მომავალს. კიევსა და დედაქალაქის ირგვლივ საკვანძო ქალაქებს ჩვენი არმია აკონტროლებს. ოკუპანტებს სურდათ ჩვენი სახელმწიფოს ცენტრის ბლოკირება და თავიანთი მარიონეტების დასმა, როგორც დონეცკში. ჩვენ ჩავშალეთ მათი გეგმა. მათ ჩვენზე უპირატესობა ვერ მიიღეს”, – განაცხადა ზელენსკიმ.


მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი