ახალი ამბები

საფრანგეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს უჭერს – დმიტრო კულება

26 თებერვალი, 2022 • 855
საფრანგეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს უჭერს – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას თქმით, საფრანგეთი რუსეთის SWIFT-დან გათიშვას მხარს უჭერს.

კულებას თქმით, ამის შესახებ ფრანგ კოლეგას ესაუბრა.

დმიტრო კულებას თქმით, მას ასევე მოუწოდა, რომ დაუყოვნებლივ შემოღებულიყო ევროკავშირის სანქციების მესამე პაკეტი რუსეთის შემოჭრის შესაჩერებლად.

მისივე თქმით, საფრანგეთი ასევე მზად არის, მიაწოდოს იარაღი და სამხედრო ტექნიკა, რათა დაეხმაროს უკრაინას თავის დაცვაში.


მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, აშშ და მოკავშირეები რუსეთისთვის ფინანსური სანქციების დაკისრებას განიხილავენ, რომელთა შორის SWIFT-ის  სისტემიდან მისი ამოგდებაცაა.

როგორც NBC-ს ფინანსური ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს დაახლოებით ისეთი მასშტაბის ფინანსური სანქციაა, როგორც შეიარაღებული კონფლიქტისას ბირთვული იარაღის გამოყენება და უპრეცედენტო ნაბიჯად ფასდება მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ეკონომიკის წინააღმდეგ.რა არის SWIFT, საიდანაც კიევი რუსეთის გათიშვას ითხოვს

მასალების გადაბეჭდვის წესი