ახალი ამბები

ლევანდოვსკი: წარმოუდგენელია რუსეთთან თამაში, როცა უკრაინაში აგრესია გრძელდება

26 თებერვალი, 2022 • 1614
ლევანდოვსკი: წარმოუდგენელია რუსეთთან თამაში, როცა უკრაინაში აგრესია გრძელდება

პოლონელი ფეხბურთელი, პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ თავდამსხმელი რობერტ ლევანდოვსკი აცხადებს, რომ პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილება, ეროვნული ნაკრები არ შეხვდეს რუსეთის ნაკრებს, სწორი გადაწყვეტილებაა.

„ვერ წარმომიდგენია რუსეთის ეროვნულ ნაკრებთან თამაში ისეთ დროს, როდესაც უკრაინაში გრძელდება შეიარაღებული აგრესია. რუსი ფეხბურთელები და ფანები ამაზე პასუხისმგებელნი არ არიან, მაგრამ არ შეგვიძლია ისე მოვიქცეთ, თითქოს არაფერი ხდება“, – დაწერა მან ტვიტერზე.

პოლონეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ცეზარი კულეშამ დღეს განაცხადა, რომ პოლონეთის ნაკრები არ ითამაშებს რუსეთის ნაკრებთან [მატჩები მსოფლიო ჩემპიონატის პლეი-ოფებში იყო დაგეგმილი].

მასალების გადაბეჭდვის წესი