ახალი ამბები

კლიჩკოს ცნობით, კიევში ღამით 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

26 თებერვალი, 2022 • 853
კლიჩკოს ცნობით, კიევში ღამით 35 ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან ბავშვებიც

ათობით ადამიანი დაშავდა ღამის განმავლობაში კიევში მიმდინარე შეტაკებების შედეგად. ამის შესახებ ინფორმაციას კიევის მერზე, ვიტალი კლიჩკოზე დაყრდნობით Reuters ავრცელებს. გამოცემის ცნობით, კლიჩკომ ეს განცხადება დღეს, 26 თებერვალს დილას გააკეთა.

მისი თქმით, კიევის დროით 6:00 საათისთვის უკრაინის დედაქალაქში 35 დაჭრილი ადამიანის შესახებ არსებობდა ცნობები, მათ შორის, ბავშვების შესახებაც. Reuters აცხადებს, რომ კლიჩკოს განცხადებით არ იყო ცხადი, მხოლოდ მშვიდობიან მოქალაქეებს გულისხმობდა თუ არა.

კლიჩკომ დასძინა, რომ ამჟამად კიევში რუსული სამხედრო ძალები არ არის, თუმცა, მისი თქმით, დივერსიული ჯგუფები აქტიურობენ


რა ხდება უკრაინაში, სადაც მესამე დღეა შეიჭრა რუსეთი და ფართომასშტაბიან ომს აწარმოებს?

მოვლენების მოკლე ქრონოლოგია ასეთია:

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო.
  • შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება.
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“.
  • პარალელურად, დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის აშშ-მა, განაცხადეს, რომ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ აწესებენ მძიმე ეკონომიკურ სანქციებს.
  • აშშ-მა 26 თებერვლის ღამეს ვოლოდიმირ ზელენსკის ქვეყნიდან ევაკუაცია შესთავაზა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტმა უარი განაცხადა და რჩება კიევში.

უკრაინა სწრაფად უნდა გახდეს EU-ს წევრი – პოლონეთის პრეზიდენტი

მასალების გადაბეჭდვის წესი