ახალი ამბები

გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე დისკუსია – ზელენსკი

26 თებერვალი, 2022 • 1043
გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს უკრაინის EU-ში გაწევრიანებაზე დისკუსია – ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ახლა გადამწყვეტი მომენტია იმისთვის, რომ  ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში.

მისი  თქმით, ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტს, შარლ მიშელს ესაუბრა.

„ეს არის გადამწყვეტი მომენტი, რომ ერთხელ და სამუდამოდ დაიხუროს ხანგრძლივი დისკუსია და გადაწყდეს უკრაინის გაწევრიანება ევროკავშირში.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან  განვიხილე შემდგომი ქმედითი დახმარება და უკრაინელების გმირული ბრძოლა მათი თავისუფალი მომავლისთვის“, – წერს ზელენსკი ტვიტერზე.


მე-3 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი