ახალი ამბები

ღარიბაშვილი არაა საქართველო, გვრცხვენია და ვიხდით დიდ ბოდიშს – მელია უკრაინელებს

25 თებერვალი, 2022 • 1062
ღარიბაშვილი არაა საქართველო, გვრცხვენია და ვიხდით დიდ ბოდიშს – მელია უკრაინელებს

„ნაციოანალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების გამო უკრაინელებს ბოდიშს უხდის.

მელიას თქმით, რცხვენია, რომ უკრაინელი გმირი ხალხის მეგობარი ქვეყნის მთავრობის მეთაური მსგავს განცხადებებს აკეთებს.

„ძვირფასო უკრაინელებო, მინდა იცოდეთ, რომ საქართველო არ არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი! საქართველო არის ათასობით ახალგაზრდა, ვინც გუშინ თბილისის ქუჩები გაავსო. და თუკი მაინც, უკრაინაში საქართველო არის ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილი, ჩვენ გვრცხვენია და ამისთვის ვიხდით დიდ ბოდიშს!” – განაცხადა ნიკა მელიამ.

ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლებას ადანაშაულებენ უკრაინის პასიურ მხარდაჭერაში და ამბობენ, რომ ეს საქართველოსთვისაც წამგებიანი პოზიციაა. ისინი აკრიტიკებენ “ქართული ოცნების” მიერ უკრაინის საკითხზე პარლამენტის რიგგარეშე სხდომის ჩაშლასა და პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც სანქციებს შეუერთდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი