საზოგადოება

ქალაქი გადავიდა თავდაცვით ფაზაში – კიევის მერი

25 თებერვალი, 2022 • 1140
ქალაქი გადავიდა თავდაცვით ფაზაში – კიევის მერი

კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, ქალაქი გადავიდა „თავდაცვით ფაზაში“.

„სროლები და აფეთქებები ისმის ჩვენს ზოგიეთ სამეზობლოში. დივერსანტები უკვე შემოვიდნენ კიევში. მტერს სურს, ქალაქი მუხლებზე დააჩოქოს და დაგვანგრიოს“, – განაცხადა მან.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება კადრები, სადაც ჩანს რუსი დივერსანტების კიევში გადაადგილება. ასევე კადრები, სადაც უკვე განადგურებული რუსული ტექნიკაა ნაჩვენები.

რუსეთი უკრაინის დედაქალაქის ალყაში მოქცევასა და დაკავებას ცდილობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი