ახალი ამბები

ხატია დეკანოიძემ უკრაინის მხარადასაჭერად პეტიცია შექმნა

25 თებერვალი, 2022 • 1311
ხატია დეკანოიძემ უკრაინის მხარადასაჭერად პეტიცია შექმნა

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ უკრაინის მხარადასაჭერად შექმნა პეტიცია – „Русский корабль, иди нахуй!“. ამ დროისათვის პეტიციას 300-ზე მეტი ხელმომწერი ჰყავს.

როგორც პეტიციაში ვკითხულობთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი, არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას.

„უკრაინელი ხალხი იბრძვის საკუთარ სამშობლოში მშვიდობიანად ცხოვრების უფლებისთვის. უკრაინელ ხალხს, ისევე როგორც ქართელ ხალხს გვაქვს უფლება, ჩვენs მიწაზე ვიცხოვროთ მშვიდობიანად და თავისუფლად. დამპყრობელ ძალას ცივილიზებულმა სამყარომ და თავისუფალმა ხალხებმა უნდა ვუპასუხოთ გადამწყვეტი ზომებით.
ირაკლი ღარიბაშილის განცხადება უკრაინასთან დაკავშირებით, მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარი, არ გამოხატავს ქართველი ხალხის პოზიციას.
დღეს უკრაინაში საქართელოს თავისუფლების ბედიც წყდება. დღეს ჩვენც ვართ უკრაინელები და ვდგავართ სამართლიანობის და თავისუფლების მხარეს.
დიდება უკრაინას!“, – წერია პეტიციაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი