ახალი ამბები

“საქართველო გამოჯანმრთელდა” – მოსკოვში ღარიბაშვილს ეხმაურებიან

25 თებერვალი, 2022 • 7906
“საქართველო გამოჯანმრთელდა” – მოსკოვში ღარიბაშვილს ეხმაურებიან

რუსეთის პირველ სახელმწიფო არხზე დღევადელ, 25 თებერვლის გადაცემაში “ვრემია პოკაჟეტ” [დრო გვიჩვენებს] გაემოეხმაურნენ საქართველოს  პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის უკრაინისადმი არასოლიდარულ განცხადებას.

გადაცემის წამყვანების განცხადებით, რუსეთის წერტილოვანმა დარტყმებმა 14 წლის შემდეგ გამოიღო შედეგი და დააჭკვიანა საქართველოს ხელისუფლება, რომელიც დღეს აცხადებს, რომ არ შეუერთდება სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

ღარიბაშვილს გამოეხმაურა “Russia Today”-ის მთავარი რედაქტორი მარგარიტა სიმონიანიც:

“მეგობრებო, საქართველო გამოჯანმრთელდა”, – წერს სიმონიანი ტვიტერზე.

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 25 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში „ჩასვლა ჩასვლისთვის არაფრის მომცემი არ არის“ და ამას არ გეგმავს. მისი თქმით, საქართველო არც რუსეთსითვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს შეუერთდება. უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების წინა დღეს კი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ გამოსავალი არა უკრაინისთვის იარაღის მიწოდება, არამედ დიპლომატიაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი