ახალი ამბები

ლარი დოლართან და ევროსთან 2 თეთრით გაუფასურდა

25 თებერვალი, 2022 • 807
ლარი დოლართან და ევროსთან 2 თეთრით გაუფასურდა

25 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალიდან იმოქმედებს, ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან 2 თეთრით გაუფასურდა. შესაბამისად, მოქმედი ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1540 ლარი იქნება.

ქართული ლარი ასევე 2 თეთრით გაუფასურდა ევორსთანაც. 1 ევროს ღირებულება ოფიციალური გაცვლითი კურსით 3.5255 ლარი იქნება.

გუშინ, 24 თებერვალს, ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან  11,7 თეთრით გაუფასურდა. კერძოდ, აშშ დოლარის ღირებულება 3.0162 ლარიდან 3.1331 ლარამდე გაიზარდა.

2022 წლის იანვრიდან ლარი დოლართან  გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა, – 9 თებერვალს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.92 ლარი, თუმცა 10 თებერვლიდან გაუფასურება დაიწყო.

ჩვეულებრივ, კომერციულ ბანკებში დოლარის კურსი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური კურსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი