ახალი ამბები

შავ ზღვაში მოლდოვური და თურქული გემები, სავარაუდოდ, რუსეთმა დააზიანა

25 თებერვალი, 2022 • 3085
შავ ზღვაში მოლდოვური და თურქული გემები, სავარაუდოდ, რუსეთმა დააზიანა

შავ ზღვაში, სავარაუდოდ, რუსული ძალების მიერ გახსნილი ცეცხლით დაზიანდა თურქული და მოლდოვური გემები.

თურქული გემი, რომელსაც ჭურვი მოხვდა, უკრაინის საპორტო ქალაქ ოდესიდან რუმინეთის წყლებში მიემართებოდა.

ინფორმაცია, თურქეთის საზღვაო სამსახურზე დაყრდნობით, Daily Sabah-მა გაავრცელა.

მოლდოვური გემის დაზიანების შესახებ იუწყება უკრაინის შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელი.

მისი განცხადებით, გემზე არავინ დაშავებულა.

რუსეთი ცდილობს გააკონტროლოს უკრაინის შავი ზღვის აკვატორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი