ახალი ამბები

“პასუხი რუსულ ოცნებას” – დღეს “დროა” აქციას გამართავს

25 თებერვალი, 2022 • 970
“პასუხი რუსულ ოცნებას” – დღეს “დროა” აქციას გამართავს

დღეს, 19:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციასთან “დროა” აქციას გამართავს.

როგორც “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია აცხადებს, აქციის მონაწილეებმა “სირცხვილი უნდა მოიწმინდონ.

“ქართული ოცნება” უკრაინას მხარს არ უჭერს, ეს მარტივი ჭეშმარიტებაა და სისულელეა მოლოდინი, რომ რამეს შეურთდებიან. თან იტყუებიან, რომ ამით ომს გვარიდებენ. რეალურად, რაწამს რუსეთს მოუნდება და დასჭირდება, მაშინ შემოვა და წინააღმდეგობასაც არ გაუწევენ ესენი. მეტიც, რუსეთმა სუვერენიტეტი რომ მოგვთხოვოს დამატებით, იმასაც მისცემენ.

მთავრობა გვყავს პრორუსი, წერტილი.

1. უნდა შევცვალოთ. ვაიძულოთ რეზოლუცია და ვაიძულოთ რამე, არის ილუზია. ამიტომ მგონია ეს საპარლამენტო პროცესი ფიქცია.

2. სანამ შევცვლით, ინიციატივა ავიღოთ უკრაინის საკითხში და ჩვენ ვიაქტიუროთ უცხოელებთან, პროპაგანდის წინააღმდეგ, ჰუმანიტარული დახმარებისთვის, სოლიდარობის ჩვენებისთვის”, – აცხადებს ელენე ხოშტარია.


მე-2 დღეა, რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი). პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს, მათ შორის, დედაქალაქ კიევს.რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“

მასალების გადაბეჭდვის წესი