ახალი ამბები

დარჩით სახლში, განგაშის შემთხვევაში ჩადით თავშესაფრებში – საქართველოს ელჩი უკრაინაში

25 თებერვალი, 2022 • 1106
დარჩით სახლში, განგაშის შემთხვევაში ჩადით თავშესაფრებში – საქართველოს ელჩი უკრაინაში

საქართველოს ელჩი უკრაინაში, გიორგი ზაქარაშვილი უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ დარჩნენ სახლში და განგაშის შემთხვევაში თავშესაფრებში ჩავიდნენ. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

“ჩვენი მოქალაქეებისთვის მოწოდებაა, რომ დარჩნენ სახლში, როდესაც საყვირის ხმა იქნება, ჩავიდნენ თავშესაფარში. თავი შეიკავონ საზღვრების მიმართულებით გადაადგილებისგან, ვინაიდან გადატვირთულია როგორც ქალაქიდან გასასვლელი გზები, ასევე საზღვართან, გამშვებ პუნქტებთან მისასვლელ გზებზე უზარმაზარი საცობებია. შეტევები არის სხვადასხვა მიმართულებიდან, ამიტომ იმის გარანტია, რომ კიევიდან ლვოვამდე ადეკვატური გადაადგილება მოხერხდება, არ არის”, – განაცხადა ზაქარაშვილმა.

უკრაინაში საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად 24-საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზი, სადაც მოქალაქეები იღებენ რეკომენდაციებს უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით.

“უკრაინაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს ვთხოვთ, თვალყური ადევნონ და გაითვალისწინონ უკრაინის მთავრობის რეკომენდაციები და გაფრთხილებები ადგილზე არსებულ უსაფრთხოების ზომებთან დაკავშირებით”, – წერს სამინისტრო.

ცხელი ხაზის ნომრები:

საქართველოს საელჩო, კიევი:
+380 (63) 376 77 68
+380 (44) 590 69 50
+380 (93) 544 01 17
+380 (63) 376 73 64
+380 (63) 511 73 25

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+380 (93) 761 17 17

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+995 (32) 2 94 50 50

კიევში არსებული თავშესაფრების რუკა იხილეთ აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი