ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

რუსეთი აფხაზეთთან ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

25 თებერვალი, 2022 •
რუსეთი აფხაზეთთან ორმაგ მოქალაქეობაზე შეთანხმების გაფორმებას გეგმავს

აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტში მორიგი სხდომა გაიმართა რუსეთსა და აფხაზეთს შორის საერთო სოციალური და ეკონომიკური სივრცის შექმნის შესახებ. ინფორმაციას აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.

ოფიციალური ცნობით, 2022 წლის განმავლობაში დასრულდება აფხაზეთის საბაჟო კოდექსის, საგადასახადო, საინვესტიციო და ჯანდაცვის კანონების რუსულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიმართულებით დაწყებული სამუშაოები.

ასევე, 2022 წელსვე იგეგმება რუსეთსა და აფხაზეთს შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერა.

აფხაზური მხარის ოფიციალური მონაცემებით, ამჟამად აფხაზეთში მცხოვრები 250 ათასი მოქალაქიდან რუსეთის მოქალაქეობა 140 ათასს აქვს.

მასალების გადაბეჭდვის წესი