ახალი ამბები

თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება

24 თებერვალი, 2022 • 2010
თბილისში უკრაინის მხარდასაჭერი აქცია იმართება

თბილისში იმართება უკრაინის მხარდასაჭერი აქცია.

მოქალაქეები მსვლელობით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიამდე მივიდნენ. აქციის მონაწილეთა ნაწილი კი თავისუფლების მოედანზეა შეკრებილი. აქციის მონაწილეებმა თავისუფლების მოედანზე ცოცხალი ჯაჭვიც შეკრეს.

უკრაინის მხარდასაჭერი აქცია თბილისში ფოტო: ლუკა პერტაია

კიდევ ერთი მხარდაჭერის აქცია მანამდე უკრაინის საელჩოსთან გაიმართა. აქციაზე რუსეთის მოქალაქემ, ანტონ მიხალჩუკმა თავისი პასპორტი დაწვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად.

„მე უარს ვამბობ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე, მე არ მინდა ამ პასპორტის ფლობა“, — თქვა რუსეთის მოქალაქემ და პასპორტს ცეცხლი დემონსტრაციულად წაუკიდა.

ორივე აქციის მონაწილეები რუსეთის უკრაინაში შეჭრას აპროტესტებენ და უკრაინელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებენ.

რუსეთი უკრაინაში დღეს, 24 თებერვალს შეიჭრა სხვადასხვა მხრიდან და დილიდან ბომბავს ქალაქებთან ახლომდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი