ახალი ამბები

რუსეთის მოქალაქემ უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად თბილისში პასპორტი დაწვა

24 თებერვალი, 2022 • 1446
რუსეთის მოქალაქემ უკრაინაში ომის გასაპროტესტებლად თბილისში პასპორტი დაწვა

რუსეთის მოქალაქე ანტონ მიხალჩუკმა დღეს თბილისში, უკრაინის საელჩოსთან, თავისი პასპორტი დაწვა უკრაინაში რუსეთის შეჭრის გასაპროტესტებლად.

„მე უარს ვამბობ ამ ქვეყნის მოქალაქეობაზე, მე არ მინდა ამ პასპორტის ფლობა“, — თქვა რუსეთის მოქალაქემ და პასპორტს ცეცხლი დემონსტრაციულად წაუკიდა.

უკრაინის საელჩოსთან ადამიანები აპროტესტებენ რუსეთის შეჭრას უკრაინაში და სკანდირებენ „პუტინ ხუილოს“.

რუსეთი უკრაინაში დღეს, 24 თებერვალს შეიჭრა სხვადასხვა მხრიდან და დილიდან ბომბავს ქალაქებთან ახლომდებარე სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებს. არიან დაღუპულები და დაშავებულები.

მასალების გადაბეჭდვის წესი