ახალი ამბები

ლარი დოლართან თითქმის 12 თეთრით გაუფასურდა – $1 = 3.13 ლარი

24 თებერვალი, 2022 •
ლარი დოლართან თითქმის 12 თეთრით გაუფასურდა – $1 = 3.13 ლარი

ეროვნული ბანკის ოფიციალური გაცვლითი კურსით, ლარი დოლართან მიმართებაში 11,7 თეთრით გაუფასურდა.

კერძოდ, აშშ დოლარის ღირებულება 3.0162 ლარიდან 3.1331 ლარამდე გაიზარდა.

ოფიციალური კურსის ცვლილებამდე, ლარის გაუფასურებაზე „ბლუმბერგის“ მონაცემებიც მეტყველებდა.

2022 წლის იანვრიდან ლარი დოლართან მიმართებით გამყარების ტენდენციას ინარჩუნებდა, – 9 თებერვალს ოფიციალური გაცვლითი კურსი იყო 2.92 ლარი, თუმცა 10 თებერვლიდან გაუფასურება დაიწყო.

ჩვეულებრივ, კომერციულ ბანკებში დოლარის კურსი კიდევ უფრო მაღალია, ვიდრე ოფიციალური კურსი.

მასალების გადაბეჭდვის წესი