ახალი ამბები

არ მგონია, რომ საგანაგებო სხდომა საჭირო იყოს – პაპუაშვილი

24 თებერვალი, 2022 •
არ მგონია, რომ საგანაგებო სხდომა საჭირო იყოს – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის საგანგებო სხდომის დანიშვნა საჭირო არაა.

ოპოზიცია კი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო პარლამენტის საგანგებო სხდომის მოწვევას ითხოვს.

პაპუაშვილის თქმით, დღეს ერთადერთი ამოცანა უკრაინაში ომის შეჩერებაა და ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის მკაფიო და ქმედითი ღონისძიებებით.

“არ მგონია, რომ საგანაგებო სხდომა საჭირო იყოს. მე ვაპირებ, რომ უკრაინის ელჩს შევხვდე და მისგანაც მივიღო ინფორმაცია. სამწუხაროდ, ვერ მოხდა ომის თავიდან აცილება და დღეს მთავარია ომის შეჩერება და ამის ერთადერთი ინსტრუმენტი საერთაშორისო საზოგადოების ქმედითი ღონისძიებებია”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

რაც შეეხება უკრაინის ჰუმანიტარულ დახმარებას, პაპუაშვილის თქმით, ამ კუთხით საქართველო ყველანაირად მზადაა, გვერდში დაუდგეს უკრაიანას.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი