ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ უნდა ჩატარდეს – სამნიძე

24 თებერვალი, 2022 • 587
საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი არ უნდა ჩატარდეს – სამნიძე

“რესპუბლიკური პარტიის” ლიდერი ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ 27 თებერვალს თბილისში დაგეგმილი საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩი აღარ უნდა ჩატარდეს.

მისი თქმით, იმ ვითარებაში, როცა რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო, სპორტის პოლიტიკისგან გამიჯვნა სახიფათოა.

“ასეთ ვითარებაში კიდევ საუბარი იმაზე, რომ მატჩი უნდა გაიმართოს და სპორტი გავმიჯნოთ პოლიტიკისგან, არის ძალიან სახიფათო და არასერიოზული. ჩემი აზრით, ეს მატჩი არ უნდა ჩატარდეს”, – განაცხადა სამნიძემ.

დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა  უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი