ახალი ამბები

სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია – ღარიბაშვილი უკრაინაზე

24 თებერვალი, 2022 •
სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო შეტევა მიუღებელია – ღარიბაშვილი უკრაინაზე

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება რუსეთის მიერ უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას  და ამბობს, რომ სუვერენულ სახელმწიფოზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია. ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა:

“ჩვენ უკრაინის გვერდში ვდგავართ. სამხედრო შეტევა სუვერენულ სახელმწიფოზე მიუღებელია. მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ გაატარონ ყველა შესაძლო ზომა რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის აშკარა დარღვევასთან დაკავშირებით და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”, – წერს ღარიბაშვილი.

 

 


დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ ცნობებს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ.

რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო — განახლებადი [Live]

მასალების გადაბეჭდვის წესი