ახალი ამბები

ბარელი ნავთობის ფასმა 100$-ს გადააჭარბა – უმაღლესი ნიშნული 2014-ის შემდეგ

24 თებერვალი, 2022 • 967
ბარელი ნავთობის ფასმა 100$-ს გადააჭარბა – უმაღლესი ნიშნული 2014-ის შემდეგ

„ვაშინგონ პოსტის“ ცნობით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის ფონზე, ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (მარკით Brent Crude) ღირებულებამ 100 აშშ დოლარს გადააჭარბა, რაც 2014 წლის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია.

ნავთობის ფასები ბოლო ორი თვის განმავლობაში ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა, – რუსეთის უკრაინაში შეჭრის რისკის ფონზე. დეკემბრის პირველ რიცხვებთან შედარებით ფასი 40%-ით არის გაზრდილი.

თბილისის დროით 24 თებერვლის 08:59 საათის მონაცემებით, – ვლადიმერ პუტინის მიერ „დონბასში სამხედრო ოპერაციის“ გამოცხადებიდან სულ რაღაც ერთი საათის შემდეგ, – ერთი ბარელი ნედლი ნავთობის (Brent Crude) ფასმა 101.25 აშშ დოლარს მიაღწია.

24 თებერვლის დილას რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი