რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ,ოპოზიცია პარლამენტში საგანგებო სხდომის ჩანიშვას ითხოვს.
“ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ პრეზიდენტს თხოვნით მიმართა პარლამენტის საგანგებო სხდომის ჩანიშვნის შესახებ.
“საქართველოს პრეზიდენტს მივმართავ! ჩაინიშნოს პარლამენტის საგანგებო სხდომა!”- წერს დეკანოიძე სოციალურ ქსელში.
აღნიშნულ მოთხოვნას იზიარებს “ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილიც.
“პარლამენტის საგანგებო სხდომა უნდა შეიკრიბის დღესვე. მინისტრთა კაბინეტის სრული შემადგენლობის მონაწილეობით”, – წერს სამადაშვილი.
დღეს, 24 თებერვლის დილით, რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო. რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.
როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.