ახალი ამბები

ბრიტანეთში მყოფი უკრაინელები სამშობლოში საბრძოლველად წასვლას გეგმავენ – The Guardian

24 თებერვალი, 2022 • 1169
ბრიტანეთში მყოფი უკრაინელები სამშობლოში საბრძოლველად წასვლას გეგმავენ – The Guardian

ბრიტანული გამოცემა „გარდიანის“ (The Guardian) ცნობით, ბრიტანეთში მყოფი უკრაინელები სამშობლოში გამგზავრებასა და ბრძოლას გეგმავენ.

გამოცემის თანახმად, უკრაინული თემის ლიდერებმა და სამხედრო ვეტერანებმა უკვე გადაწყვიტეს, უკრაინაში დაბრუნდნენ და რუსეთის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ იბრძოლონ.

ეს გადაწყვეტილება მათ ჯერ კიდევ 24 თებერვალმდე, საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე ჰქონდათ მიღებული.

24 თებერვლის დილით კი რუსეთის ფედერაციამ უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი წამოიწყო.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა დონბასისა და ლუგანსკის სეპარატისტული რეგიონების დაცვის საბაბით უკრაინაში „სამხედრო ოპერაციის“ დაწყების შესახებ განაცხადა. პუტინმა იარაღის დაყრისკენ მოუწოდა უკრაინელ ჯარისკაცებს.

როგორც უკრაინაში მომუშავე ჟურნალისტები იტყობინებიან, პუტინის განცხადებიდან მალევე დაიწყო სტრატეგიული ობიექტების დაბომბვა უკრაინის ქალაქების შემოგარენში, მათ შორის, კიევში.

ვრცლად:

მასალების გადაბეჭდვის წესი