ახალი ამბები

საჭიროა უკრაინის აღჭურვა და რუსეთის სრული იზოლაცია -კულება

24 თებერვალი, 2022 • 780
საჭიროა უკრაინის აღჭურვა და რუსეთის სრული იზოლაცია -კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი მსოფლიოს სწრაფად მოქმედებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია. ამის შესახებ დმიტრო კულებამ Twitter-ზე დაწერა:

“მსოფლიომ სასწრაფოდ უნდა იმქომედოს. ევროპისა და მსოფლიოს მომავალი საფრთხეშია. გასაკეთებელია:

1. რუსეთისთვის გამანადგურებელი სანქციების დაწესება ახლა!, SWIFT-ის ჩათვლით;
2. რუსეთის სრული იზოლაცია ყველა საშუალებით, ყველა ფორმატში;
3. იარაღი, აღჭურვილობა უკრაინისთვის;
4. ფინანსური დახმარება;
5. ჰუმანიტარული დახმარება”, – წერს კულება.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, რუსეთისვე მიერ მართული და დამოუკიდებლად აღიარებული დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების მიმართვის შემდეგ, უკრაინაში სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინის ოკუპაცია არ იგეგმება, თუმცა გავრცელებულ კადრებში ჩანს, თუ როგორ იბომბება უკრაინის სხვადასხვა ქალაქები, მათ შორის, კიევი, ხარკოვი, მარიუპოლი, ოდესა და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი