ირაკლი კაჭარავა საქართველოსთვის სენაკი

სენაკის საკრებულოში „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გიორგი გახარიას პარტიამ, „საქართველოსთვის“, საკრებულოს თავმჯდომარედ გახარიას პარტიის წარმომადგენელი, ირაკლი კაჭარავა აირჩეს.

„ქართული ოცნება“ ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურს უწოდებს, აცხადებს, რომ საკრებულომ ჯერ 9 თებერვალს, შემდეგ კი დღეს, 23 თებერვალს, უკანონო, არალეგიტიმური გადაწყვეტილებები მიიღო და სასამართლოს მიმართავს.

სენაკის საკრებულოს „ქართული ოცნების“ ფრაქციის ლიდერმა, საბა ოდიშარიამ 23 თებერვალს, საკრებულოს სხდომამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ 9 თებერვალს საკრებულოს ოპოზიციამ (ენმ-მ და გიორგი გახარიას პარტიამ) კანონდარღვევით, ქვორუმის გარეშე ჩაატარა სხდომა, სადაც გახარიას პარტიის დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს, რითაც ოპოზიციამ საკრებულოს თავმჯდომარის ასარჩევად საჭირო 17 ხმა მოაგროვა.

ვრცლად სენაკში განვითარებული მოვლენების შესახებ, გირჩევთ, წაიკითხოთ: