ახალი ამბები

კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი – 23 თებერვალი

23 თებერვალი, 2022 • 615
კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა და 48 გარდაცვლილი – 23 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 10 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი.

ამავე პერიოდში გამოჯანმრთელდა 7 223 პირი, ჩატარდა 40 504 ტესტირება. რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 22 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 25.26%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 29.89%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 27.73%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 4 305
  • აჭარა – 523
  • იმერეთი – 1 662
  • ქვემო ქართლი – 541
  • შიდა ქართლი – 638
  • გურია – 424
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 779
  • კახეთი – 842
  • მცხეთა – მთიანეთი – 218
  • სამცხე – ჯავახეთი – 208
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 90.

საქართველოში სულ  გამოვლინდა კორონავირუსის 1 575 999 შემთხვევა, რომელთაგან 1 429 763 გამოჯანმრთელდა, ხოლო 16 981 გარდაიცვალა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი