ახალი ამბები

ლარი დოლართან 2.61, ევროსთან კი 2.42 თეთრით გაუფასურდა

22 თებერვალი, 2022 • 902
ლარი დოლართან 2.61, ევროსთან კი 2.42 თეთრით გაუფასურდა

22 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 23 თებერვალს იქნება ძალაში, ლარი აშშ დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.

წინა ოფიციალურ კურსთან ცვლილებამ დოლარის შემთხვევაში 2.61 თეთრი შეადგინა. შესაბამისად, 23 თებერვალს ოფიციალური კურსით 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.0030 ლარი იქნება.

ეროვნული ვალუტა 2.42 თეთრით გაუფასურდა ევროსთან მიმართებითაც. 23 თებერვალს ოფიციალური გაცვლითი კურსით 1 ევროს ღირებულება 3.4063 ლარია იქნება.

მასალების გადაბეჭდვის წესი