ახალი ამბები

საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებლის ნახევარს დაუშვებენ

22 თებერვალი, 2022 • 826
საქართველო-რუსეთის მატჩზე მაყურებლის ნახევარს დაუშვებენ

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 27 თებერვალს, საქართველო-რუსეთის რაგბის მატჩზე მაყურებელთა მაქსიმალური ოდენობის 50%-ს (ანუ ნახევარს) დაუშვებენ.

ეს გადაყწვეტილება უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელმა, გიორგი ღიბრაძემ გამოაცხადა 22 თებერვალს.

ევროპის ჩემპიონატის ფარგლებში რუსეთისა და საქართველოს სარაგბო ნაკრებებს შორის მატჩი 27 თებერვალს, 18:00 საათზეა დაგეგმილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი