ახალი ამბები

მარტიდან ქორწილებისა და ქელეხების გამართვა დასაშვები იქნება

22 თებერვალი, 2022 • 980
მარტიდან ქორწილებისა და ქელეხების გამართვა დასაშვები იქნება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი მარტიდან უქმდება შეზღუდვა სოციალურ ღონისძიებებზე.

საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა, რომ ეს ნიშნავს, მარტიდან მოქალაქეებს შეეძლებათ გამართონ სხვადასხვა სოციალური ღონისძიებები, როგორიცაა ქორწილი, ქელეხი და სხვა.

მანამდე, პანდემიის გავრცელებისდა გამო, ქორწილებსა და ქელეხებზე აკრძალვა იყო დაწესებული.

ამასთანავე, პირველი მარტიდან კვებით ობიექტებში იზრდება 1 მაგიდასთან დაშვებულ პირთა რაოდენობა. ამიერიდან დახურულ სივრცეში 1 მაგიდასთან 10 ადამიანს ექნება დაჯდომის უფლება, ხოლო ღია სივრცეში – 15-ს.

მასალების გადაბეჭდვის წესი