ახალი ამბები

საქართველო დიპლომატებს უკრაინიდან ოჯახის წევრების სურვილისამებრ გამოყვანის რეკომენდაციას აძლევს

22 თებერვალი, 2022 •
საქართველო დიპლომატებს უკრაინიდან ოჯახის წევრების სურვილისამებრ გამოყვანის რეკომენდაციას აძლევს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის თანამშრომლებს რეკომენდაციას აძლევს, სურვილის შემთხვევაში ქვეყნიდან ოჯახის წევრები გამოიყვანონ.

„უკრაინაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი და თანამშრომლები რჩებიან ადგილზე. ქართველ დიპლომატებს მხოლოდ მიეცათ რეკომენდაცია, სურვილის შემთხვევაში მიიღონ გადაწყვეტილება ოჯახის წევრების გამოყვანის შესახებ“, – განუცხადეს „ნეტგაზეთს“ საგარეო საქმეთა სამინისტროში.


რუსეთის ფედერაციამ წუხელ, 21 თებერვალს, დამოუკიდებლად ცნო დონეცკის და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლკები.

ამასთან, მან უკრაინის ხელისუფლებას „საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა“ მოსთხოვა და დასძინა:

„წინააღმდეგ შემთხვევაში, მთელი პასუხისმგებლობა შესაძლო სისხლისღვრის გაგრძელებისთან დაკავშირებით უკრაინის ტერიტორიაზე იქნება მმართველი რეჟიმის სინდისზე“.

უკვე რამდენიმე კვირაა დასავლეთის ქვეყნები უკრაინაში რუსეთის შეჭრის საფრთხეზე საუბრობენ. მზარდი დაძაბულობის ფონზე, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, რომ რუსეთი 1945 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბურ ომს გეგმავს.

აშშ-ს აქვს მოლოდინი, რომ პუტინი კვლავ აპირებს ომს. CNN-თან ინტერვიუში სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ სახეზეა ყველა ქმედება, რომელიც წინ უსწრებს უკრაინაში რეალურ შეჭრას.

18 თებერვალს დონბასისა და ლუგანსის ლიდერებმა რუსეთში მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს. მანამდე კი პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

პუტინის გადაწყვეტილების პასუხად, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ  განაცხადა, რომ უკრაინას არავისი და არაფრის არ ეშინია.

მასალების გადაბეჭდვის წესი