ახალი ამბები

კოვიდის 4775 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – 21 თებერვალი

21 თებერვალი, 2022 • 801
კოვიდის 4775 ახალი შემთხვევა და 32 გარდაცვლილი – 21 თებერვალი

მთავრობის ცნობით, 21 თებერვლის დილის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 4775 ახალი შემთხვევა გამოვლინა და 32 კოვიდინფიცირებული ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 18 351 ვლევა ტესტით, მათ შორის 11 329 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 022- PCR ტესტით.

ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 4 775 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 553 668.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 26.02%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.28%, ხოლო 7 დღის მანძილზე – 29.97%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 19 242 პირი, ხოლო, ჯამში, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 1 407 776-მდე.

ამავე პერიოდში კორონავირუსით გარდაცვალების 32 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს, ჯამში, 15 888 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 775 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 2 617 შემთხვევა, აჭარა – 378, იმერეთი – 601, ქვემო ქართლი – 219, შიდა ქართლი – 158, გურია – 165, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 274, კახეთი – 245, მცხეთა-მთიანეთი – 47, სამცხე-ჯავახეთი – 51, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევათა რაოდენობაა 129 978. კლინიკებსი კი 5585 ადამიანს მკურნალობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი