ახალი ამბები

კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი – 19 თებერვალი

19 თებერვალი, 2022 • 935
კორონავირუსის 13 288 ახალი შემთხვევა და 51 გარდაცვლილი – 19 თებერვალი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 13 288 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 51 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 47 640 ვლევა ტესტით, მათ შორის 28 888 კვლევა ანტიგენის ტესტით და 18 752 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 18 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 27.89%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.94% ხოლო 7 დღის მანძილზე – 30.35%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 6 242 შემთხვევა,
  • აჭარა — 843,
  • იმერეთი — 1 887,
  • ქვემო ქართლი — 656,
  • შიდა ქართლი — 799,
  • გურია — 476,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 937,
  • კახეთი — 997,
  • მცხეთა-მთიანეთი — 341,
  • სამცხე-ჯავახეთი — 213,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 91.

ამ ეტაპზე ქევაყანში ინფიცირების 153 881 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 5 703 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 964 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი