კიევი უარყოფს დონბასელი, რუსეთის მხაარდაჭერილი სეპარატისტების ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ უკრაინის სამხედრო ძალები ოკუპირებულ რეგიონზე შეტევას გეგმავენ.
დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი, დენის პუშილინი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია დაიწყო.
რუსეთის მხარდაჭერილი პუშილინი მიზეზად ასახელებს უკრაინის სამხედროთა მზარდ რაოდენობას, “რომლის მიზანიც უკრაინის მხრიდან დონბასის ძალისხმიერი გზით აღებაა”.
უკრაინის თავდაცვის უწყებამ დეზინფორმაცია უწოდა განცხადებებს შესაძლო შეტევის შესახებ.
პარალელურად რუსულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დონბასის ცენტრში მანქანა აფეთქდა. მომხდარის დეტალები უცნობია.
უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის საჯარისო ნაწილები უკრაინის საზღვართანაა მობილებული. აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები აცხადებენ, რომ მათი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება უახლოეს დღეებში და ამის საბაბად შესაძლოა ლუგანსკსა და დონეცკში ინსცენირებული თავდასხმა გამოიყენოს.
