ახალი ამბები

დონბასის ლიდერი რუსეთში მოქალაქეთა „მასობრივ ევაკუაციას“ იწყებს

18 თებერვალი, 2022 • 1024
დონბასის ლიდერი რუსეთში მოქალაქეთა „მასობრივ ევაკუაციას“ იწყებს

დონეცკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ლიდერი,დენის პუშილინი აცხადებს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებამ მოქალაქეების რუსეთში ევაკუაცია დაიწყო.

რუსეთის მხარდაჭერილი პუშილინი მიზეზად ასახელებს უკრაინის სამხედროთა მზარდ რაოდენობას, “რომლის მიზანიც უკრაინის მხრიდან დონბასის ძალისხმიერი გზით აღებაა”.

როგორც ის ამბობს 18 თებერვალს გავრცელებულ ვიდეოში, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რუსეთის ფედერაციასთან და მზად არიან როსტოვის ოლქში ჩვენი მოქალაქეების მისაღებად“.

ევაკუაციის შეთავაზება, პირველ რიგში, ეხებათ ქალებს, ბავშვებსა და ხანდაზმულ მოქალაქეებს.

 

რამდენიმე დღის წინ პუშილინმა თქვა, რომ არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს.

უკვე რამდენიმე თვეა, რუსეთის საჯარისო ნაწილები უკრაინის საზღვართანაა მობილებული. აშშ და სხვა დასავლური სახელმწიფოები აცხადებენ, რომ მათი დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში შესაჭრელად ემზადება უახლოეს დღეებში.

დონბასის ლიდერი არ გამორიცხავს, დახმარებისთვის რუსეთს მიმართოს – RIA

მასალების გადაბეჭდვის წესი