ახალი ამბები

დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

25 მარტი, 2025 •
დომენიკ მანგოს რუსეთმა 7 წლით პატიმრობა მიუსაჯა

ქართველ ბლოგერს, დომენიკ მანგოს (კუკური ბარამიძე) რუსეთის მიერ ანექსირებული დონეცკის სასამართლომ 7 წლით პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა.

როგორც რუსეთის პროკურატურის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, იგი დამნაშავედ ცნეს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 359-ე მუხლის მე-3 ნაწილით (დაქირავებული მონაწილეობა შეიარაღებულ კონფლიქტში).

როგორც პროკურატურის ინფორმაციაშია აღნიშნული, სასამართლომ დაადგინა, რომ ბარამიძე 2022 წლის მარტიდან აპრილამდე მონაწილეობდა რუსეთ-უკრაინის კონფლიქტში, როგორც დაქირავებული ჯარისკაცი ქართული ეროვნული ლეგიონის მიერ.

დომენიკ მანგო უკრაინაში მართლაც იმყოფებოდა ომის დაწყების შემდეგ, თუმცა ნათქვამი აქვს, რომ უშუალოდ საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია და უკრაინას სხვა სახის დახმარებას უწევდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი