ახალი ამბები

„პრეზიდენტ ზურაბიშვილის მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“ — ზელენსკი

16 თებერვალი, 2022 • 1238
„პრეზიდენტ ზურაბიშვილის მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის“ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი Twitter-ზე ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტის მხარდამჭერას უკრაინისადმი და მას მადლობას უხდის.

„მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის მხარდაჭერისა და უკრაინასთან ერთიანობისთვის. ჩვენ ამას ვაფასებთ! მეგობრებთან და პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინას!“, — წერს ზელენსკი.

უკრაინის პრეზიდენტი აზიარებს სალომე ზურაბიშვილის პოსტს უკრაინის ერთობის დღესთან დაკავშირებით.

„საქართველოსათვის, როგორც ქვეყნისათვის, რომლის ტერიტორიებიც ოკუპირებულია, უკრაინის ეროვნული ერთობის დღე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამჟამინდელი მძიმე გამოწვევების ფონზე. ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად“, — დაწერა ზურაბიშვილმა Twitter-ზე.

ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე, მადლობას უხდის სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს და ევროკავშირს უკრაინის ერთიანობის დღესთან დაკავშირებული მხარდაჭერისთვის.

რუსეთის მიერ უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალების თავმოყრისა და მოსალოდნელი თავდასხმის შესახებ დასავლეთის გაფრთხილებების ფონზე, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 16 თებერვალი უკრაინის ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

„გვითხრეს, რომ თავდასხმის დღე 16 თებერვალი იქნება, ჩვენ ამ დღეს ერთობის დღედ ვაქცევთ. შესაბამისი ბრძანება უკვე გამოვეცი. ამ დღეს ჩვენ აღვმართავთ სახელმწიფო დროშებს, რათა მსოფლიომ დაინახოს ჩვენი ერთობა“ , — ამბობს განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დროშის აღმართვის ცერემონიალი გაიმართა საქართველოში უკრაინის საელჩოშიც. ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი