ახალი ამბები

შესაძლოა, დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა – ჰარცელი მანდატების შეწყვეტაზე

16 თებერვალი, 2022 • 1464
შესაძლოა, დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა – ჰარცელი მანდატების შეწყვეტაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ეხმაურება  ოპოზიციონერი პარლამენტარებისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას და ამბობს, რომ შესაძლოა, დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა.

„რაც შეეხება გადაწყვეტილებას რამდენიმე ოპოზიციური მანდატის შეწყვეტის თაობაზე, გუშინდელი პოლიტიკური არჩევანი გაკეთდა იმ პრინციპების საფუძველზე, რომელთა განხილვას არ დავიწყებ, თუმცა, შესაძლოა, ეს არჩევანი პარლამენტში პოლიტიკური ინკლუზიურობისა და დემოკრატიული პლურალიზმის ხარჯზე მოხდა. ევროკავშირი კვლავ მოუწოდებს ყველა მხარეს, გამოიყენონ პარლამენტი, როგორც მთავარი პლატფორმა პოლიტიკური დებატებისთვის და პოლიტიკური მიზნების წინ წასაწევად“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

15 თებერვალს პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა. ჯაფარიძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

ჯაფარიძეს, ხოშტარიასა და ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ

მასალების გადაბეჭდვის წესი