ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას მარტივად მიიღებს – ბიბილოვი

16 თებერვალი, 2022 • 1729
ჩვენი მოსახლეობა რუსეთის მოქალაქეობას მარტივად მიიღებს – ბიბილოვი

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ ანატოლი ბიბილოვმა, დე ფაქტო პრეზიდენტმა, საკუთარი ინსტაგრამის გვერდზე პირდპირ ეთერში ისაუბრა.

“როგორც ცნობილია, რუსეთთან ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმება ხელმოწერილი და რატიფიცირებულია სამხრეთ ოსეთში. ამჟამად რატიფიკაციის პროცესი სახელმწიფო დუმაში მიმდინარეობს და უმოკლეს ვადებში დოკუმენტის რატიფიცირება ფედერაციის საბჭოში მოხდება, რის შემდეგაც რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული მიღება დაახლოები, ერთ თვეში იქნება შესაძლებელი”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ორმაგი მოქალაქეობის შესახებ შეთანხმებას მხარი 2021 წლის აგვისტოში დაუჭირა.

მსგავსი შეთანხმების გაფორმებას რუსეთის ფედერაცია აფხაზეთთანაც გეგმავს. ოფიციალური ცნობით, დოკუმენტი კვლავ შემუშავების პროცესშია.

ოფიციალური შეთანხმებების მიუხედავად, როგორც სამხრეთ ოსეთის, ასევე აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მოსახლეობის დაახლოებით 80-90%, პირველადი მოქალაქეობის გარდა, რუსეთის მოქალაქეობას ისედაც ფლობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი