“ლელოს” ლიდერი ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

მისი თქმით, ეს პოლიტიკური დევნის ახალი ტალღაა.

“ეს არის მიტაცებული სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაყწყვეტილება. ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელსაც რაიმე კანონიერი საფუძველი გააჩნია. ეს არის უკანონო გადაყწვეტილება, რომელსაც აუცილებლად გავასაჩივრებთ საკონსტიტუციო სასამართლოში. ჩვენ გავაგრძელებთ სამართლებრივ და პოლიტიკურ ბრძოლას იმისათვის, რომ ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს კანონის უზენაესობა, დასრულდეს ოლიგარქიული მმართველობა და სახემწიფოს მიტაცება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

პარლამენტმა ბადრი ჯაფარიძეს, ელენე ხოშტარიასა და შალვა ნათელაშვილს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყვიტა.