ახალი ამბები

ენმ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

15 თებერვალი, 2022 • 1374
ენმ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციური პარტიების მიერ ჩახსნილი პროპორციული სიების აღდგენას ითხოვს.

ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციის თავმჯდომარემ, ხატია დეკანოიძემ დღეს, 15 თებერვალს, განაცხადა.

“ჩვენ ღიად უნდა დავიწყოთ მსჯელობა საპარლამენტო პროპორციული სიების გახსნასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეებს დავუბრუნოთ მანდატი, რომელი რეალურად გამოვიდა, რომ პოლიტიკური ქურდობაა და მეტი არაფერი”, — განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

“ქართული ოცნების” წევრი გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ სიების ჩახსნა ოპოზიციის შეცდომა იყო და ახლა ისინი ცდილობენ, რომ ისრები მმართველი პარტიისკენ გადაიტანონ.

მისი თქმით, კანონმდებლობით ჩახსნილი სიების აღდგენა შეუძლებელია და ეს ოპოზიციამაც კარგად იცოდა.

“ბუნებრივია, პოლიტიკურ შეცდომაზე პასუხისმგებლობა თავად ეკისრება მას, ვინც შეცდომას უშვებს. აქედან გამომდინარე, იმ ლაბირინთში, სადაც შევიდნენ, თვითონ დააღწიონ თავი”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღეს პარლამენტი 3 ოპოზიციონერი დეპუტატის: ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას უყრის კენჭს.

მასალების გადაბეჭდვის წესი