ახალი ამბები

16 თებერვალს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

14 თებერვალი, 2022 • 1092
16 თებერვალს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტროენერგია შეუწყდება

კომპანია „თელასის“ განცხადებით, გადაუდებელი სამუშაოების ჩატარების გამო 16 თებერვალს თბილისის ქუჩების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.

ქუჩებს შორის, რომლებსაც ელექტროენერგია შეუწყდება არის:

მთაწმინდის და კრწანისის რაიონები

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა კიკეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

სამგორის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის და ქიზიყის ქუჩის მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას VII კვარტლის, პეტრე ქავთარაძის და უნივერსიტეტის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.

 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის სასწავლო მეურნეობის, სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის III მიკრორაიონის (ნაწილობრივ), პეტრიწის და მეფე მირიანის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კუტუზოვის, მიცკევიჩის, საირმის, ცაგარელის, შმიდტის და ბურძგლას ქუჩების მოსახლეობას.

გლდანის რაიონი

10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის II მიკრორაიონის, ქერჩის და ბორის პაიჭაძის ქუჩების მოსახლეობას.
11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ფეიქრების, წყალსადენის, შეშელიძის და სარაჯიშვილის (ნაწილობრივ) ქუჩების მოსახლეობას.
 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“, I მიკრორაონების, ომარ ხიზანიშვილის და ფორე მოსულიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

მასალების გადაბეჭდვის წესი