ახალი ამბები

კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 41.58%-მდე გაიზარდა – 14 თებერვალი

14 თებერვალი, 2022 • 1163
კორონავირუსის დადებითობის მაჩვენებელი 41.58%-მდე გაიზარდა – 14 თებერვალი

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 4 028 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა კიდევ 21 პაციენტი.

როგორც წესი, კვირა დღეს ნაკლები ტესტი ტარდება.  შესაბამისად, ბოლო 24 საათში ჩატარდა 9 688 ტესტი, გამოჯანმრთელდა 22 517 ადამიანი.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 13 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 41.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.92% ხოლო 7 დღის მანძილზე – 33.03%.

ახალი შემთხვევები ქვეყნის მასშტაბით ასე გადანაწილდა:

  • თბილისი – 2 228
  • აჭარა – 303
  • იმერეთი – 450
  • ქვემო ქართლი – 259
  • შიდა ქართლი – 207
  • გურია – 89
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 203
  • კახეთი – 210
  • მცხეთა – მთიანეთი – 27
  • სამცხე – ჯავახეთი – 48
  • რაჭა – ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 4

საქართველოში სულ გამოვლინდა კორონავირუსის 1 458 093 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 270 759 ადამიანი, გარდაიცვალა 15 577. 

მასალების გადაბეჭდვის წესი