ახალი ამბები

ჩატარდა 46 425 ტესტი, გამოვლინდა 15 712 შემთხვევა — 13 თებერვალი

13 თებერვალი, 2022 •
ჩატარდა 46 425 ტესტი, გამოვლინდა 15 712 შემთხვევა — 13 თებერვალი

ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 15 712 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 40 ადამიანი გარდაიცვალა.

Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 46 425 კვლევა ტესტით, მათ შორის 26 163 კვლევა ანტიგენის ტესტით და 20 262 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 12 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 33.84%, ბოლო 14 დღის მანძილზე – 31.66% ხოლო 7 დღის მანძილზე – 32.85%.

ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება:

  • თბილისი — 7 713 შემთხვევა,
  • აჭარა — 919,
  • იმერეთი — 2 495,
  • ქვემო ქართლი — 828,
  • შიდა ქართლი — 698,
  • გურია — 463,
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი — 1 088,
  • კახეთი — 997,
  • მცხეთა-მთიანეთი — 235,
  • სამცხე-ჯავახეთი — 227,
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი — 49.

ამ ეტაპზე ქევაყანში ინფიცირების 190 241 მიმდინარე აქტიური შემთხვევაა, საიდანაც 6 123 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 1 581 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ  სასტუმროებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი