11 თებერვლის ოფიციალური გაცვლითი კურსით, რომელიც ხვალ, 12 თებერვალს იქნება ძალაში, ლარი აშშ დოლართან 0.38 თეთრით გამყარდა. შესაბამისად, 12 თებერვალს 1 აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური გაცვლითი კურსით, 2.9506 ლარი იქნება.
ეროვნული ვალუტა გამყარდა ევროსთანაც და 12 თებერვალს 1 ევროს ღირებულება ოფიციალური კურსით, 3.3622 ლარი იქნება. შესაბამისად, ცვლილებამ 1.79 თეთრი შეადგინა.